საფრანგეთის ელჩი: ბიჭვინთის ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა უკანონო და ბათილია

საფრანგეთის ელჩი, შერაზ გასრი სთვის ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების გადაცემას უკანონოსა და ბათილს უწოდებს. დიპლომატი აღნიშნავს, რომ საფრანგეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარს უჭერს.
“საფრანგეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ხელყოფს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, როგორიცაა ბიჭვინთის ტერიტორიის გადაცემა რუსეთისთვის, არის უკანონო და ბათილი”, – ნათქვამია ელჩის განცხადებაში.