27 დეკემბერს ტავრიის მიმართულებით დაახლოებით 20 რუსი ოკუპანტი ჩაბარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტავრიის მიმართულების ხელმძღვანელი, ოლექსანდრ ტარნავსკი ავრცელებს.
“ტავრიას” ოპერატიულ ზონაში 20-მდე რუსი ოკუპანტი ჩაგვბარდა. გარდა ამისა, გასულ დღეს მოწინააღმდეგეების ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვანი ოდენობა განადგურდა ან დაზიანდა”, – წერს ტარნავსკი Telegram-ის არხზე.
მისივე ინფორმაციით, გასულ დღეს, რუსი ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ავდიივის, მარინისა და ზაპოროჟიეს მიმართულებები წარმოადგენდა. საერთო ჯამში, 27 დეკემბერს, რუსმა ოკუპანტებმა 18 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და მხარეებს შორის 38 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გასულ დღე-ღამეში ოკუპანტებმა 488 სამხედრო დაკარგეს.
