რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 52 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 52 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„21:00 საათიდან 04:00 საათამდე პერიოდში, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 52 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.
რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ყველაზე მეტი, 41 დრონი ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს.
ასევე, 6 დრონი ბრიანსკის ოლქში, 3 მოსკოვის ოლქში და 2 დრონი დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარია უნდა გათავისუფლდეს – ის, რომ ელენე არაფერს ითხოვს, მხოლოდ მისი უპირატესობაა, მაგრამ ეს არავის აძლევს უფლებას, რომ ის მიიყვანოს ჯანმრთელობის უკიდურეს დაზიანებამდე