“არჩევნები არის ერთ-ერთი თემა… ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს” – ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძის კომენტარი

“არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნებზე ვისაუბრეთ, არამედ ყველაფერზე. არჩევნები არის ერთ-ერთი თემა. ყველაფერზე უნდა გვქონდეს ერთიანი პოზიცია. მთავარი არის ის, რაზეც ვისაუბრეთ, რომ უნდა აღვადგინოთ “წინააღმდეგობის პლატფორმა”. ეს არის საზოგადოების დაკვეთა. ერთობა გადაწყვეტს ყველა საკითხს. ნებისმიერი საკითხი ერთობლივად გადაწყდება. ერთობა არ ნიშნავს იმას, როდესაც ერთი მხარე მეორეს უყენებს პირობებს, არამედ ერთად ვიღებთ გადაწყვეტილებებს. “წინააღმდეგობის პლატფორმა” შეიძლება იყოს ამ მნიშვნელოვანი ერთობის აღმდგენელი. ამაზე ვისაუბრეთ პრეზიდენტთან”

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?