კომპანია „ამბოლმა“, 15 ნოემბრიდან შეძენილ საბურავებზე, საცალო არხისთვის განკუთვნილი უპრეცედენტო შეთავაზება, სუპერ გარანტია დაიწყო. სუპერ გარანტიის ფარგლებში, „ამბოლი“ მომხმარებელს საბურავის მექანიკური დაზიანების შემთხვავაშიც კი, უსასყიდლოდ შეუკეთებს, აღუდგენს ან დაუკომპენსირებს საბურავის ღირებულებას. სუპერ გარანტია სრულიად იცავს მომხმარებელს შესაძლო დამატებითი ხარჯებისგან და მას ავტომობილის მოვლას უმარტვივებს.
სუპერ გარანტია მოიცავს შემდეგი ბრენდების : GOODYEAR, TOYO, NEXEN როგორც მსუბუქ, ასევე მსუბუქი სატვირთო საბურავების კატეგორიას.
სუპერ გარანტიის პირობების ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
კომპანია ამბოლი დაარსდა 2004 წელს და მალევე დაიკავა წამყვანი პოზიცია საბურავების, ხუნდების, ზეთებისა და აკუმულატორების გაყიდვების მიმართულებით. 2019 წელს, ამბოლი გახდა – საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგის – „ქართული კაპიტალის“ ჯგუფის წევრი. ამჟამად, კომპანია 18 ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, როგორც საცალო ასევე, B2B მიმართულებით.
[R]