“რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ, მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს” – სიტყვები, რომელიც პუტინმა ჩინეთის ლიდერს მარტში შეხვედრის დროს უთხრა

“რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ, მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში იომებს,” – ეს პუტინის სიტყვებია, რომელიც მან მარტში მოსკოვში გამართული ვიზიტის დროს ჩინეთის ლიდერს უთხრა, – ინფორმაციას “ნიკეი ეიჟა” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, “ხუთწლიანი ომის” შესახებ პუტინის სიტყვების შემდეგ, ჩინეთმა საკუთარ სტრატეგიას გადახედა. სტატიაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაჭიანურებულმა ომმა, შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს სი ძინ პინის ამბიციებზე ტაივანთან მიმართებაში.
გამოცემა წერს, რომ, დროდადრო, პუტინი, შუამავლების საშუალებით, მიანიშნებს, რომ ღიაა ცეცხლის შეწყვეტისთვის, იმ პირობით, თუ მოსკოვს შეეძლება შეინარჩუნოს ის ტერიტორიები, რომლებიც ახლა ოკუპირებულია. თუმცა სტატიაში ნათქვამია, რომ პუტინს, სი ძინ პინი ბოლომდე ვეღარ ენდობა, რადგან რუსეთის პრეზიდენტმა ის არ გააფრთხილა, როდესაც უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება