დონალდ ტრამპი – ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლონდონში, -სა და ჩინეთის მაღალი თანამდებობის პირებს შორის გამართული ორ-დღიანი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია.
ტრამპმა განმარტა, რომ პრეზიდენტ სი ძინპინისა და მის მიერ საბოლოო დამტკიცების შემთხვევაში, აშშ მიიღებს საჭირო იშვიათ მინერალებს, ხოლო ჩინელი სტუდენტები ამერიკულ სასწავლებლებში სწავლას შეძლებენ.
„ჩინეთთან შეთანხმება მიღწეულია და პრეზიდენტ სი ძინპინისა და ჩემი მხრიდან საბოლოო დამტკიცებას ექვემდებარება. სრული მაგნიტები და ყველა საჭირო იშვიათი მინერალი წინასწარ იქნება მოწოდებული ჩინეთის მიერ. ასევე, ჩვენ ჩინეთს მივაწვდით იმას, რაც შეთანხმებული იყო, მათ შორის ჩინელი სტუდენტების მიერ ჩვენი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების გამოყენება. ჩვენ ვიღებთ 55%-იან ტარიფს, ჩინეთი კი – 10%-იანს. ურთიერთობა შესანიშნავია!“, – წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და უკანონო რეალიზაციის მომზადების ფაქტებზე უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

გიორგი რამიშვილის საქმის პროკურორი – როდესაც პირს ცეცხლსასროლი იარაღი რეგისტრირებული აქვს შენახვის უფლებით, დაცულ ადგილას უნდა იყოს შენახული – აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, შემთხვევითობა პრაქტიკულად, გამორიცხულია