6 თვის შემდეგ, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდი ამუშავდა

6 თვის შემდეგ, თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდი ამუშავდა.
საზოგადოებას თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების ვებგვერდზე წვდომა 2024 წლის დეკემბრიდან აღარ ჰქონდა.
„ქართულ ოცნების“ მთავრობაში ამას „ტექნიკური ხარვეზით“ ხსნიდნენ.
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონი ანტიკორუფციულ ბიუროს დეკლარაციების გამოქვეყნებას ავალდებულებს. იმ პერიოდში, როცა „ტექნიკური ხარვეზის“ მიზეზით ვებგვერდზე დეკლარაციები არ ქვეყნდებოდა, პრობლემური იყო ანტიკორუფციული ბიუროს მიერ საჯარო ინფორმაციის სახით მოთხოვნილ თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების გაცემაც.
საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვა პრობლემას უქმნიდა იმ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც კორუფციას იკვლევენ, ვინაიდან სწორედ ასეთი დოკუმენტებია კორუფციის აღმოჩენის ერთ-ერთი წყარო.