აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე აირჩიეს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე აირჩია. აღნიშნული აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.
როგორც გამახარიამ საუბრისას აღნიშნა, გარდა თავმჯდომარისა, აფხაზეთის მთავრობაში სხვა საკადრო ცვლილების განხორციელება არ იგეგმება.
გამახარიას თქმითვე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძის არჩევის წინააღმდეგი საბჭოს ორი წევრი იყო, რომლებსაც კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„გუშინ გვქონდა სერიოზული განხილვა და დღეს გაიმართა პლენარული სხდომა, სადაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ გიორგი ჯინჭარაძე ავირჩიეთ. გიორგი ჯინჭარაძემ წარმოადგინა სამთავრობო გეგმა“,- აღნიშნა გამახარიამ.
შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება