ახრა ავიძბა: კიევი სოხუმში ტერაქტს გეგმავდა

ში ს მხარეს მებრძოლმა „პიატნაშკის“ მეთაურმა ახრა ავიძბამ განაცხადა, რომ “ გეგმავდა ტერაქტის მოწყობას სოხუმში, რადგან ს ნამდვილი მოკავშირეა და ღიად უჭერს მხარს სპეციალურ სამხედრო ოპერაციას”. ამის შესახებ ავიძბამ ТАСС-თან საუბარში თქვა.
არის რუსეთის ნამდვილი მოკავშირე, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი და ღიად აგზავნის საკუთარ ვაჟკაცებს საერთო რუსული სამყაროს დასაცავად. ამიტომაც უკრაინისა და საქართველოს რეაქცია გასაგებია. მადლობა ღმერთს, რომ სამსახურები ფხიზლად არიან და რეაგირებენ“.
მანამდე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) საზოგადოებრივ ურთიერთობათა ცენტრმა განაცხადა, რომ ФСБ-ს თანამშრომლებმა აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად დააკავეს სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის საინჟინრო სამსახურის თანამშრომელი, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვასთან თანამშრომლობდა – “დაკითხვისას მამაკაცმა განაცხადა, რომ საკუთარ კურატორებს VIP-პარკინგზე აფეთქების მოწყობა შესთავაზა”.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს