დონალდ ტრამპი – ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ – არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს

არმიის გმირების თაობებს შორეულ სანაპიროებზე სისხლი იმისთვის არ დაუღვრიათ, რომ ენახათ, როგორ განადგურდებოდა ჩვენი ქვეყანა შემოჭრითა და მესამე სამყაროს უკანონობით, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ფორტ ბრაგში მდებარე არმიის ბაზაზე ჯარისკაცებთან შეხვედრაზე განაცხადა.
ტრამპის მტკიცებით, მისი ადმინისტრაცია ლოს-ანჯელესს გაათავისუფლებს.
„ის, რასაც თქვენ კალიფორნიაში ხედავთ, არის სრულმასშტაბიანი თავდასხმა მშვიდობაზე, საზოგადოებრივ წესრიგსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე, რომელსაც უცხო ქვეყნის დროშებით შეიარაღებული მეამბოხეები ახორციელებენ ჩვენს ქვეყანაში უცხოური შემოჭრის გაგრძელების მიზნით. ჩვენ ლოს-ანჯელესს გავათავისუფლებთ და გავხდით მას კვლავ თავისუფალსა და უსაფრთხოს“, – განაცხადა ტრამპმა.
მისი თქმით, ლოს-ანჯელესში ანარქია არ გაგრძელდება.
„ეს ანარქია ვერ გაძლებს. ჩვენ არ დავუშვებთ ფედერალურ აგენტებზე თავდასხმას და არ დავუშვებთ, რომ ამერიკულ ქალაქში უცხოელი მტერი შემოიჭრას და დაიპყროს“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში -ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებული რეიდების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. აქციების მიმდინარეობისას პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები ხდება. სამართალდამცავების ინფორმაციით, შაბათს 27 ადამიანი დააკავეს, კვირას – 40, ორშაბათს – 114, სამშაბათს კი – 197. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 4 000 ჯარისკაცისა და საზღვაო ქვეითების განლაგების გადაწყვეტილება მიიღო. კალიფორნიის გუბერნატორმა ეს ნაბიჯი შტატის სუვერენიტეტის დარღვევად შეაფასა.

ასევე დაგაინტერესებთ

„სფერო ინვესტის“ დირექტორის ადვოკატი – გიორგი მურუსიძე ბრალს არ ეთანხმება, თუმცა არ აპირებს მოქალაქეთა წინაშე ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის არიდებას – აქტიურად მუშაობს, რომ დაზარალებულებისთვის თანხის გადახდა არ გაიწელოს

ვიკა ფილფანი – მთავარი პრობლემა არ არის ის, რომ ინვესტიცია არაბულია, მთავარი პრობლემა კორუფციის მაღალი რისკია, მოგიწოდებთ პასუხები გასცეთ ამ ქვეყნის მოქალაქეებს, რა არის ხელშეკრულების პირობები

მაია ბითაძე გახარიას პარტიას – როდესაც საუბრობთ, თითქოს საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები განხორციელდა, ეტყობა არ იცით, რეპრესიები რა არის – თქვენ თუ ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე აპირებთ ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, განწირული ხართ