მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის შტატის საარჩევნო ბიულეტენიდან ამოღების მოთხოვნა

მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, დარჩება მიჩიგანის შტატის კენჭისყრის პროცესში. სასამართლომ პრაიმერიზის პროცესზე მის დაბლოკვას მხარი არ დაუჭირა და ძალაში დატოვა ქვედა პალატის გადაწყვეტილება. ტრამპს შეეძლება მონაწილეობა მიიღოს შტატის პრაიმერიზში, რომელიც 27 თებერვალს ჩატარდება
მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ არ განიხილავს შტატის ოთხი ამომრჩევლის საჩივარს. სარჩელი ეყრდნობოდა კონსტიტუციის იმ დებულებას, რომელიც კრძალავს თანამდებობდა დაიკავონ ისეთმა პირებმა, რომლებიც ჩართულები იყვნენ “აჯანყებაში”, რაშიც იგულისხმება ტრამპის მხრიდან კაპიტოლიუმის შენობაში არეულობის წაქეზება.
მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ “სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ სასარჩელო საკითხი სასამართლოში უნდა იხილებოდეს”.
Free Speech for the People – ჯგუფმა, რომელმაც სარჩელი შეიტანა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება პროცედურული ნიშნით იქნა მიღებული.
გადაწყვეტილებას ტრამპიც გამოეხმაურა და დაწერა:
“მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ მკაცრად და სამართლიანად უარყო სასოწარკვეთილი დემოკრატების მცდელობა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში წამყვანი კანდიდატი, მე, მიჩიგანის დიდ შტატში ამოეღოთ კენჭისყრიდან”.
სასამართლოს გადაწყვეტილება არ გააგრძელოს საქმე ტრამპის წინააღმდეგ, მკვეთრად კონტრასტრულია კოლორადოს სასამართლოს გადაწყვეტილებასთან:
· სასამართლოს გადაწყვეტილებით, დონალდ ტრამპს კოლორადოს პრაიმერიზში მონაწილეობა აეკრძალა