ისრაელის თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რამალასა და სხვა ქალაქებში რეიდები განახორციელა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის საომარი მოქმედებები გრძელდება. გასული ღამის განმავლობაში ს თავდაცვის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე რამალასა და სხვა ქალაქებში რეიდები განახორციელა.
ამ დროისათვის ღაზას სექტორის სამხრეთით მდებარე ქალაქ ხან იუნისში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ალ-ნუსეი-რათის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე 7 პალესტინელი დაიღუპა.
ისრაელის ომის კაბინეტის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი ლიბანში მოქმედ დაჯგუფება “ჰეზბოლას“ აფრთხილებს, რომ თუ მათი მხრიდან თავდასხმები არ შეწყდება, ისრაელის თავდაცვის ძალები ლიბანში შეჭრასა და დაჯგუფების ობიექტებზე თავდასხმას არ გამორიცხავენ.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 7 ოქტომბერს დაწყებულ ომს სულ მცირე 1 200 ისრაელელი და 21 100-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა. დაპირისპირების გამო საცხოვრებლის დატოვება მილიონზე მეტ პალესტინელს მოუწია.

ასევე დაგაინტერესებთ