11 ივნისს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება

11 ივნისს ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი სამიტი გაიმართება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 11-12 ივნისს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთს ეწვევა.
11 ივნისს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის სასახლეში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. ქართველ კოლეგას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს. ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებები შედგება ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრებს შორის.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბუდაპეშტში საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართება. გაფორმდება შეთანხმებები სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, კულტურისა და ინოვაციების, ასევე სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ.
მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი კობახიძის და ვიქტორ ორბანის ერთობლივი პრესკონფერენცია.
უნგრეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრებს გამართავს უნგრეთის პრეზიდენტ ტამაშ შუიოკთან და უნგრეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერ ლასლო კოვერთან.

ასევე დაგაინტერესებთ

დათა გვასალია ლევან სანიკიძეს: ცოტა უხერხულია ცოტნე ივანიშვილსა და მის მამაზე საუბარი მაშინ, როცა საკუთარ სახლში პრინციპების გადაფასების ასეთი მასშტაბური კონვეიერი გაქვთ გამართული

ანამარია ქუთათელაძე: საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია სულ უფრო მეტად ემთხვევა საერთაშორისო მიდგომებს, რომლებიც ახალგაზრდების კეთილდღეობას განიხილავენ, როგორც მდგრადი განვითარების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს