სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მყავს?! გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია

სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მყავს?! გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია
სად გაიტაცეს მელია, რომელი მზეთუნახავი მელია მყავს?! – ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის შეკითხვას, დაუფასდა თუ არა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს ამ თანამდებობაზე დანიშვნით ნიკა მელიას “გატაცება”.
მისი განცხადებით, ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალიზმი და სამშობლოს ერთგულება, რაც შეეხება გატაცებას, ეს ბოლო დროის ახალი მესიჯია.
“შეცდომებს უშვებთ, ასობით [პოლიციელი] იყოო, “ტვ პირველი” აცხადებდა და ახლა გახდა ათობით? ორ კვირაში რამდენიმე ერთეული გახდება. სისულელეს მეკითხებით. ლევან მაისურაძეს დაუფასდა კარგი პოლიციელობა, პროფესიონალობა, სამშობლოს ერთგულება, ღირსეული ადამიანობა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ზედმიწევნით სწორად შესრულება და ის, რომ გეკა გელაძემ იფიქრა, ეს არის კარგი მენეჯერი, პროფესიონალი პოლიციელი, თავისი სამშობლო უყვარს და დანიშნა კონკრეტულ თანამდებობაზე. გატაცება ბოლო დროის ახალი მესიჯია: იმის ქმარი გაიტაცეს, ეს გაიტაცეს, ის გამოიტაცეს.” – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – გულწრფელად ვულოცავ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს არჩევნებში მისი პარტიის წარმატებას, მოუთმენლად ველი ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას, რათა გავაძლიეროთ სტრატეგიული პარტნიორობა

თამარ ჩერგოლეიშვილი ანა წითლიძის განცხადებას პასუხობს – ეს ბანდერლოგები უარყოფენ ადამიანის არჩევანს, მათთვის ყველა პირუტყვია, რომელსაც ჭკუიდან გადასული პოლიტიკური ნარიმანი ანიჭებს ძალას