ირანთან დაკავშირებით ბევრს ვმუშაობთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ისინი კარგი და ძალიან მკაცრი მომლაპარაკებლები არიან“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
დონალდ ტრამპის ცნობით, აშშ-ისა და ირანის დელეგაციები ერთმანეთს ხუთშაბათს, 12 ივნისს შეხვდებიან.
„მათ ურანის გამდიდრება სურთ და ჩვენ ამას ვერ მივიღებთ. ისინი იმას ითხოვენ, რაც შეუძლებელია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
