დონალდ ტრამპის განცხადებით, კალიფორნიის გუბერნატორის დაპატიმრებას მხარს უჭერს

დონალდ ტრამპის განცხადებით, კალიფორნიის გუბერნატორის დაპატიმრებას მხარს უჭერს.
შაბათს, -ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ე.წ. საზღვრის მეფე, ტომ ჰომენი ლოს-ანჯელესში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე კალიფორნიის გუბერნატორს, გევინ ნიუსომსა და ლოს-ანჯელესის მერს, კარენ ბასს დაპატიმრებით დაემუქრა.
„ტომის ადგილას მე ამას გავაკეთებდი. ეს შესანიშნავია. გევინს ყურადღების ცენტრში ყოფნა უყვარს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შესანიშნავი იქნებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას ნიუსომი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იმედი ჰქონდა, ვერასდროს ნახავდა იმ დღეს, როცა აშშ-ის პრეზიდენტი მოქმედი გუბერნატორის დაკავებას მოითხოვდა“.
„არ აქვს მნიშვნელობა, „დემოკრატი“ ხარ თუ „რესპუბლიკელი“, ეს არის ზღვარი, რომლის გადაკვეთაც, როგორც ერს, არ შეგვიძლია. ეს ავტორიტარიზმისკენ გადადგმული აშკარა ნაბიჯია“, – დაწერა კალიფორნიის გუბერნატორმა X-ზე.