მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტრამპის დისკვალიფიკაციის მოთხოვნა

მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა შტატის ქვედა დონის საამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც უარი თქვა ს შტატის საარჩევნო ბიულეტენიდან ამოღებაზე.
შესაბამისად, მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ამომრჩეველთა ნაწილის მოთხოვნა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ტრამპა კონსტიტუციის მე-14 შესწორება დაარღვია, რომელიც კრძალავს აჯანყების მონაწილე ადამიანებისთვის არჩეული ან საჯარო თანამდებობის დაკავებას.
მიჩიგანის სასამართლომ გადაწყვეტილებისას იხელმძღვანელა თეზისით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია პოლიტიკური საკითხია და არა სამართლებრივი. მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ „სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ სასარჩელო საკითხი სასამართლოში უნდა იხილებოდეს“.
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში Truth Social-ში მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ოპონენტების სარჩელს უწოდა „საბრალო თამაში ს გაყალბების მიზნით“.
მოსარჩელეების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამორიცხავს ტრამპის საარჩევნო სიიდან ამოღების საკითხისსადმი დაბრუნების შესაძლებლობას მოგვიანებით.
-ის რესპუბლკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის თემამ გასულ კვირაში განსაკუთრებული რეზონანსი შეიძინა, კოლოდაროს შტატიის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დონად ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებსა და პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა, მათ შორის – შტატის ბიულეტენებზე მისი სახელის განთავსებაც.
ამ ეტაპზე კოლორადოს სასამართლო ერთადერთია, რომელიც დაეთანხმა მოსარჩელეთა არგუმენტებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, დარღვეული აქვს კონსტიტუციის მე-14 შესწორება და შესაბამისად, არ აქვს უფლება, ქვეყანას პრეზიდენტის რანგში ემსახუროს. მე-14 შესწორებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურ პირი, რომელსაც შეერთებული შტატების ერთგულების ფიცი აქვს დადებული, არ ექვემდებარება არჩევას და არ შეუძლია დაიკავოს ფედერალური ან შტატების დონეზე საჯარო თანამდებობა, თუ მონაწილეობდა შეერთებული შტატების წინააღმდეგ ამბოხებასა და ჯანყში.
რამდენიმე შტატის უზენაესი სასამართლოს წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების შემდეგ, ამ საკითხზე გადაწყვეტრილების საბოლოო უფლებამოსილება ქვეყნის უზენაეს სასამართლოს რჩება. ოთხშაბათს კოლორადოს რესპუბლიკურმა პარტიამ აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართა შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შედეგად, „რესპუბლიკური პარტიის წამყვანი კანდიდატის პირველადი და საყოველთაო არჩევნებისგან ჩამოშორება, ცვლის ამერიკული დემოკრატიის კურსს“.
აშშ-ის უზენაესი სასამართლო, სავარაუდოდ, სარჩელის განხილვას მალე დაიწყებს

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?