მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას შეხვდა-თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ

მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას შეხვდა-თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ
„სანქციები პოლიტიკური შურისძიების ერთ-ერთი იარაღია რომელსაც ქართული ოპოზიცია მოქმედი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ ითხოვს, მაგრამ რეალურად არცერთი სანქცია პოლიტიკურად არ მუშაობს“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი , რითაც იტალიაში თბილისის მერის, კახა კალაძის ვიზიტს ეხმიანება. მეგრელიშვილის თქმით, „თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა“ მოქმედებს, რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ და რატომ მსჯელობენ ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე?!“
„სანქციები პოლიტიკური შურისძიების ერთ-ერთი იარაღია რომელსაც ქართული ოპოზიცია მოქმედი ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ ითხოვს, მაგრამ რეალურად არცერთი სანქცია პოლიტიკურად არ მუშაობს! ყველა დონეზე ხდება მოქმედი ხელისუფლების აღიარება და მეტიც, ყველა, ქართულ სახელმწიფოსთან დაახლოებასა და ქვეყნის კიდევ უფრო განვითარებისათვის, მისთვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას ფიქრობს. მაგალითად იტალიის ქალაქ მილანში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი დღეს ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტ ატილიო ფონტანას და ვიცე-პრეზიდენტ რაფაელე კატანეოს შეხვდა.
გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-იტალიის ურთიერთობებზე, თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მიმდინარე და სამომავლო ერთობლივ პროექტებზე. ორივე მხარე თანხმდება, რომ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების დიდი რესურსი არსებობს, მათ შორის: კულტურის, ტურიზმის, გამწვანება-ურბანული დაგეგმარების, ნარჩენების მართვის, ტრანსპორტის და სხვა მიმართულებით და ამ შესაძლებლობებს ორივე მხარე გამოიყენებს. ამ ფონზე ვსვამ კითხვას- გთხოვთ მაჩვენეთ დაწესებული სანქცია რომელმაც იმუშავა და მიპასუხეთ თუ ხელისუფლების მიმართ “არაღიარების პოლიტიკა “მოქმედებს რატომ ხვდებიან სხვა ქვეყნის წარმომადგენლები მათ და რატომ მსჯელობენ ქვეყნებსა და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე?!“-წერს თამთა მეგრელიშვილი ფეისბუქზე.
Previous: თუ იოსელიანი 3 დღის წინ გაიტაცეს და 8 საათზე მეტი ხნის განმავლობაში ეძებდა, რატომ არ მიმართა სამართალდამცავ უწყებებს? რატომ არ მოითხოვა მყისიერად სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღება და ნაცვლად ამისა რატომ დაელოდა ორშაბათ დღეს, იმისათვის რომ პოლიტიკური შოუ მოეწყო…?

ასევე დაგაინტერესებთ

მრავლისმთქმელია აშშ-ის საელჩოს დუმილი შიგევროპელი აკაცუკების მხრიდან ამერიკის მოქალაქეზე თავდასხმასთან დაკავშირებით – არ იმჩნევენ მომხდარს, რადგან არ სურთ იმის აღიარება, რომ უკან შეუტრიალდათ მათ მიერ დატრენინგებული დამნაშავეები

ბექა კობახიძე გამოირჩევა ქვეყნის და ეკლესიის მტრობით, როგორ შეიძლება ის აირჩიო ქართველი ხალხისთვის სპიკერად, რაც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ გააკეთა – როცა თანამშრომლობ კობახიძესთან, ნიშნავს, რომ იზიარებ რადიკალიზმს და იღებ მის ყველა მოქმედებაზე პასუხისმგებლობას

საქართველო კვლავაც გამოირჩევა რეგიონში პოზიტიური განვითარების დინამიკით, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი კარგად ფუნქციონირებადი მთავრობის ინდექსი ცხადყოფს, რომ საქართველო პირველ ადგილზეა როგორც კავკასიაში, ისე შავიზღვისპირეთში