2023 წელს ჩინეთში ბამბის წარმოება 6,1%-ით შემცირდა

2023 წელს ჩინეთში ბამბის წარმოება, გასულ წელთან შედარებით, 6,1%-ით, 5,618 მლნ ტონამდე შემცირდა. ამის შესახებ მონაცემებს ქვეყნის ზოგადი სტატისტიკის სამსახური ავრცელებს.
წარმოების შემცირება ამინდის არახელსაყრელმა პირობებმა გამოიწვია.
ქვეყანაში ბამბის მთლიანი ფართობი წელს 7,1%-ით, 6,9 მილიონ ჰა-მდე შემცირდა. ამასთან, მოსავლიანობა 1,1%-ით გაიზარდა და 1 ჰა-ზე 134,3 კგ შეადგინა.
2022 წელს ჩინეთში ბამბის წარმოების მთლიანი მოცულობა, 2021 წელთან შედარებით, 4,3%-ით – 5,98 მლნ ტონამდე იყო გაზრდილი.