– რუსებს ნატო-ზე თავდასხმა არ შეუძლიათ, ამისთვის სუსტები არიან, ისინი უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახევ ორბანმა ფრანგულ გამოცემა LCI-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რუსები ამისთვის სუსტები არიან. ისინი უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ“, – აღნიშნა ორბანმა.
ამასთან, სხვა კითხვაზე საპასუხოდ, მან განაცხადა, რომ ომს აგებს და რომ მისი დასრულების რეალური მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გაიმართება.
„ვერც ევროპა და ვერც ვერ შეძლებენ რუსეთთან შეთანხმების მიღწევას. უკრაინა – იმიტომ, რომ ის ომს წააგებს და ევროპა – იმიტომ, რომ ის ზედმეტად არის ჩართული ამაში. ეს უნდა იყოს შეთანხმება რუსებსა და ამერიკელებს შორის“, – განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ