სერგეი ლავროვი – ყველაფერს აკეთებს უკრაინიდან მომდინარე ტერორისტული საფრთხის ჩასახშობად

რუსეთი ყველაფერს გააკეთებს უკრაინიდან მომავალი ტერორისტული საფრთხის რისკის ზრდის ჩასახშობად და რუსეთის მოქალაქეების დასაცავად, თუმცა კიევის ტერორისტული აქტივობის ფონზე მნიშვნელოვანია მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„კიევის რეჟიმის მიერ ეს ტერორისტული მეთოდები ამა თუ იმ ფორმით, არა ისეთი შიშველი სახით, როგორც ბრიანსკის და კურსკის ოლქებში, თავიდანვე ხორციელდებოდა. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რასაც ადრე მოსახლეობის სიფხიზლის გაზრდას ვუწოდებდით“, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, არსებობს ტერორისტული საფრთხის გაზრდის რისკები.
„ჩვენ ვხედავთ მათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩავახშოთ და ზიანი არ მიაყენონ ჩვენს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ