სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში არ უნდა – ბოდიში, მაგრამ ამაზე მაშინ ეფიქრა, საქართველოში რომ შემოიპარა და მაწონში, თუ სადღაც ჯანდაბაში იჯდა – ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ეხმაურება ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებითაა.
„სახალხო პარტიასთან დიდ ბოდიშს ვიხდი და მათ მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმარია და თავსაც ძალიან ჯანმრთელად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგიდან მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული, შეამოწმეს და ნახეს, რომ მშვენიერ პირობებშია, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს და ამბობს, ვისაც დავრდომილი გგონივართ, პუტინის ხალხი ხართო. გეგონება, ერთი წელი თავად არ გაჰკიოდა, მკლავენო“, – განაცხადა ელისაშვილმა.
ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია ხელისუფლებას “სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად, სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ” მოუწოდებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა