გიორგი ვაშაძე – დიდი ალბათობით, გარკვეული პერიოდი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მომიწევს, მაგრამ როცა სამშობლოს და შენი პრინციპების ერთგულებაა, ეს უკან ვერ დაგახევინებს

ყველაფერი ფორმალობაა – გადაწყვეტილებები წინასწარ გამოტანილია! დღევანდელი რეჟიმის პირობებში ადგილი აქვს ძალადობასა და უკანონობას, – ეს განცხადება სასამართლოში მისულმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა მ გააკეთა, რომელიც იმ პოლიტიკოსთა შორისაა, ვისაც ბრალი პარლამენტის დროებით კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო წაუყენეს.
ვაშაძე ელის, რომ პროკურატურა პატიმრობას მოითხოვს და სასამართლო პროკურატურის მოთხოვნას დაადასტურებს.
მისი თქმით, პატიმრობა არ აშინებს და ეს კარგად აქვს გააზრებული.
ვაშაძემ დღეს აღნიშნა ისიც, რომ „ხვალ და ზეგ სამართლიანობის აღდგენას შეძლებენ“.
„ყველაფრისთვის მზად ვართ. არ ვაპირებთ არა თუ უკან დახევას, არამედ ვაპირებთ ხალხთან ერთად გამარჯვებას, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და ძლიერი ძლიერთა შორის.
დიდი ალბათობით გარკვეული პერიოდი საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა მომიწევს, მაგრამ როცა სამშობლოს და შენი პრინციპების ერთგულებაა, რა თქმა უნდა, ეს უკან ვერ დაგახევინებს“, -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება