ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც მზია ამაღლობელის სხდომა მიმდინარეობს, პერიოდულად ხმაურია

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ფაქტზე, სხდომა მიმდინარეობს პერიოდულად ხმაურია. სასამართლო დარბაზში მყოფი მზია ამაღლობელის მხარდამჭერები სხდომას პროტესტის ნიშნად ტოვებენ. მათ მიაჩნიათ, რომ სხდომა უსამართლოდ მიმდინარეობს და მზია ამაღლობელი პატიმრობაში უკანონოდ იმყოფება.
„სოლიდარობა მზიას. ჩვენ შენს გვერდით ვართ. ეს სასამართლო არის არასამართლიანი, მოსამართლე არ არის ობიექტური. მოქალაქეებს სამართლიანი გადაწყვეტილება გვსურს. სტიკერის გაკვრა კი გამოხატვის თავისუფლებაა“, – აღნიშნეს მოქალაქეებმა.
მოსამართლის მარინა ფომაევას განცხადებით, სასამართლო დარბაზში ხმაური თუ არ შეჩერდება, სასამართლო პროცესი დაიხურება.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ზურაბიშვილი: იტყვი რამეს და ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფას შეგტენიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მომენტში და ციხეში გაგიშვებენ. არადა როგორ გინდა არ თქვა?

გივი მიქანაძე „სიცრუესა“ და „დეზინფორმაციულ კამპანიას“ უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ის გურიაში სახლს საბავშვო ბაღის ადგილას აშენებს და საჯაროდ ბოდიშის მოხდას ითხოვს