აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჯინჭარაძე წარადგინა. აღნიშნული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა.
როგორც გამახარიამ საუბრისას აღნიშნა, მათ გიორგი ჯინჭარაძის დანიშვნის თანხმობის მისაღებად, საქართველოს მთავრობას უკვე მიმართეს.
„გიორგი ჯინჭარაძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, რომელსაც მანამდე ჩვენს სტრუქტურებში რამდენიმე წლის განმავლობაში უმუშავია, წარდგენილია მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად. ამას საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება სჭირდება. დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ საქართველოს მთავრობას, რომ მოგვცეს თანხმობა მის დანიშვნაზე. თანხმობის შემდეგ, გიორგი ჯინჭარაძე წარმოადგენს პროგრამას, მთავრობის ახალ შემადგენლობას, შემდეგ ჩვეულებრივი პროცესია- განხილვები კომიტეტებში და ბოლოს, პლენარული სხდომა, სადაც მთავრობა დამტკიცდება. პლენარული სხდომა 10 დღის განმავლობაში უნდა გაიმართოს“,- განაცხადა ჯემალ გამახარიამ.
შეგახსენებთ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – „ქართულმა ოცნებამ” ჩვენი აკრძალვის თაობაზე განცხადება შეიტანა, დღემდე ეს „სარჩელი” არც საჯაროა და არც ჩვენთვის ხელმისაწვდომი – „საინტერესო” იქნება, რა შეთითხნილ ბრალდებებს მოიგონებს ამჯერად ივანიშვილის რეჟიმი

ირაკლი კობახიძე – ალენ ბერსესთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, რომელიც ურთიერთპატივისცემასა და კონსტრუქციულ დიალოგს ეფუძნება