ქართველი არბიტრები ფეხბურთში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატს მოემსახურებიან

ქართველი მსაჯები ფეხბურთში 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს მოემსახურებიან. UEFA-მ შეხვედრების განსჯა ალეკო აფციაურსა და დავით ჩიგოგიძეს მიანდო.
ქართველი არბიტრები მონტენეგროში B ლიგის მესამე ჯგუფის ორ შეხვედრაზე იმუშავებენ. 7 ივნისს ლატვია-ს მატჩის მთავარი არბიტრი ალეკო აფციაური იქნება, ხოლო ერთ-ერთი ასისტენტი — დავით ჩიგოგიძე.
10 ივნისს მონტენეგრო-ლატვიის შეხვედრაზე UEFA-მ აფციაური მეოთხე მსაჯად მიავლინა, ხოლო ჩიგოგიძე კვლავ ასისტენტის როლში იმუშავებს.
აღსანიშნავია, რომ მოახლოებული ტურნირი აფციაურისთვის პირველი საერთაშორისო გამოცდილება იქნება მას შემდეგ, რაც FIFA-ს არბიტრის სტატუსი მიიღო.