„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს

„ნაცმოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე-შემიყვანეს ოფიცრის ოთახში. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე, ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, ზემოდან მადგას ოფიცერი და ჯვარზე და თავზე მაფურთხებს
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ყინწვისის სპეცოპერაციის სახელით ცნობილი სისხლის სამართლის საქმე განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დაზარალებული ზაზა გვიმრაძე სპეცოპერაციის შესახებ საუბრობს. ზაზა გვიმრაძე მისი ცემის დეტალებს იხსენებს.
„ყველაფერზე მცემდნენ. როცა ჩაერთო პოლიტიკაში, მაშინ კიდევ უფრო გააძლიერეს ცემა. მერე თან გვეუბნებოდნენ, ოჯახს დაურეკეთ რომ იყო უთხარითო. მე რომ ვურეკავდი, [ვეუბნებოდი] ყველა გააფრთხილეთ, წავიდნენ, შემოხაზონ „ქართული ოცნება“. ამაზე კიდევ გცემდნენ და მე ვუთხარი რისი იმედი გაქვთ, ჯერ 17 სექტემბერი არ იყო მოსული. აი მაშინ აიჭრნენ ის კადრები რომ გავრცელდა. ერთხელ შემიყვანეს ოფიცრის ოთახში და ხელები დამაწყობინეს. ორი კაცი ჩამოჯდა მაგიდაზე და ორივემ ერთობლივად მუხლი მოიქნია და ჩამარტყეს [გვერდებში]. სუნთქვა დამეკეტა, სკამიდან გადავვარდი, თავი დავარტყი და ზემოდან მადგას ოფიცერი, ჯვარზე და თავზე მაფურთხებს და თავის ბინძურ ფეხს მისვამს თავზე“-განაცხადა ზაზა გვიმრაძემ.
Previous: “ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ბაჩიაშვილის განცხადებაზე: ამ ვერსიის თანახმად, ანრი ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია და მსჯავრდებული წამოიყვანა, ეს სუს-ის პრესტიჟს ერთიორად ამაღლებს – მე წინააღმდეგობას ამ ვერსიის მიმართ არ დავაფიქსირებ, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან მომწონს

როგორც ჩანს, ოპოზიციის აზრით, საქართველოში ნაზი პიროტექნიკა იყიდება და ის არ ავნებს პოლიციელს და ამერიკაში წვავს – პიროტექნიკა ყველგან აზიანებს და ასე დააზიანა საქართველოში 170-მდე პოლიციელი, მაგრამ, ესენი ისეთი უსამშობლოები არიან, მათი აზრით, რაც საშინელება და დანაშაულია ამერიკაში, ის დასაშვებია საქართველოში

ეს უკვე კამპანიაა, მეტი რომ ვეღარაფერი მოიფიქრეს ამ ბოლო პერიოდში ახალი კამპანია დაიწყეს, რაღაც საზიზღრობას იტყვის ადამიანი ორ დღეში გამოვა ბოდიშს მოიხდის და მერე იტყვიან მაიძულეს, გამიტაცეს და რაღაცები მიქნესო