კალიფორნიის გუბერნატორმა ტრამპის ადმინისტრაციას მიმართა, ეროვნული გვარდია გაიწვიოს

ამერიკის კალიფორნიის შტატის დემოკრატმა გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციისგან მოითხოვა, გააუქმოს ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის „უკანონოდ განთავსების“ გადაწყვეტილება და მართვა ადგილობრივ ხელისუფლებას დაუბრუნოს.
8 ივნისს, ღამით ნიუსომმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პრობლემები არ არსებობდა, სანამ ტრამპი არ ჩაერია. კალიფორნიის გუბერნატორის შეფასებით, -ის პრეზიდენტის გადაწყვეტილება შტატის სუვერენიტეტის სერიოზული დარღვევაა. გევინ ნიუსომის პოსტს თან ახლავს წერილი, რომელიც მან აშშ-ის თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს გაუგზავნა.
კალიფორნიის გუბერნატორის განცხადებით, სწორედ მან, როგორც შტატის ხელმძღვანელმა უნდა გადაწყვიტოს, მიმართოს თუ არა დასახმარებლად ფედერალურ ხელისუფლებას, ვაშინგტონის მიერ ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის გაგზავნა კი სიტუაციის სერიოზულად გამწვავების საფრთხეს ქმნის და ეს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს.
ნიუსომს მხარი დაუჭირეს სხვა შტატების დემოკრატმა გუბერნატორებმა, რომლებმაც პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის გაგზავნის შესახებ, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებად შეაფასეს.
შეერთებული შტატების რესპუბლიკელმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ლოს-ანჯელესში ეროვნული გვარდიის 2000 მებრძოლის გაგზავნის ბრძანება 8 ივნისს გასცა.
ტრამპის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის მიერ რეიდების დაწყება იმ მიგრანტების წინააღმდეგ, რომლებიც სამსახურის თანახმად, აშშ-ში არალეგალურად იმყოფებიან და ძალის გამოყენებით ათეულობით ადამიანის დაკავება, რასაც საპროტესტო გამოსვლები და დაპირისპირება მოჰყვა.
ტრამპმა განაცხადა, რომ ყველა ზომას მიმართავენ „მიგრანტების შეჭრისა“ და „ოკუპაციისგან“ ლოს-ანჯელესის გასათავისუფლებლად და არეულობების დასასრულებლად. თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა არ გამორიცხა, რომ ლოს-ანჯელესში საზღვაო ქვეითებსაც გაგზავნიან.
კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააპროტესტა და განაცხადა, რომ ეროვნულ გვარდიას აგზავნიან არა იმიტომ, რომ ადგილობრივი სამართალდამცავები სიტუაციას ვერ უმკლავდებიან, არამედ იმიტომ, რომ სანახობა სჭირდებათ. ნიუსომმა დემონსტრანტებს მიმართა, რომ სანახაობის მოწყობის შესაძლებლობა არ მისცენ, ძალადობაზე უარი თქვან და პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ.
8 ივნისს, დღის ბოლოს გავრცელებული ცნობებით, ლოს-ანჯელესში უკვე იმყოფებოდა ეროვნული გვარდიის 300-მდე წარმომადგენელი.
საპროტესტო გამოსვლები 8 ივნისსაც გაგრძელდა. ლოს-ანჯელესის პოლიციამ ქალაქის ცენტრში აქციების გამართვა აკრძალა და იქ შეკრებილებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.
ლოს-ანჯელესის მცხოვრებთა მნიშვნელოვანი ნაწილი ლათინოამერიკელია.
აშშ-იდან არალეგალურად მყოფი მიგრანტებისგან გაძევება და საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრება დონალდ ტრამპის ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო.
პრეზიდენტად ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემდეგ, დეპორტაციას დაექვემდებარა ათასობით მიგრანტი, მათ შორის ადამიანის ღირსების შემლახავი მეთოდებით.
ფორუმი