მოსკოვი ლეფორტოვოს სასამართლომ ბლოგერ ანასტასია ივლეევას მიერ ორგანიზებული დახურული წვეულება „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდად“ მიიჩნია”. ამის შესახებ სააგენტო „ტასსი“ წერს რეპერ ნიკოლაი ვასილიევის (Vacio) საქმეზე მიღებულ განაჩენზე დაყრდნობით.
20 დეკემბერს მოსკოვში კლუბში „მუტაბორში“ გაიმართა წვეულება “თითქმის შიშველი” დრესკოდით, რომელსაც მრავალი რუსი ცნობილი ადამიანი ესწრებოდა. ინტერნეტში გამოქვეყნებულ ფოტოებში პოზირებდნენ ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი, მომღერლები ფილიპ კირკოროვი და ლოლიტა. სტუმრებს შორის იყო ზემოხსენებული Vacio, რომლის კოსტიუმი მხოლოდ წინდებისგან შედგებოდა. წვეულების შემდეგ რეპერი წვრილმანი ხულიგნობისთვის 15 დღით დააკავეს და 200 ათასი მანეთით დააჯარიმეს “ლგბტ პროპაგანდის” მუხლით.
როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია ნათქვამი, არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდა, “გამოიხატა არატრადიციული სექსუალური დამოკიდებულების ჩამოყალიბებისა და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების მიმზიდველობისკენ მიმართული ინფორმაციის გავრცელებაში.“
„უსაფრთხო ინტერნეტ ლიგის“ ხელმძღვანელმა ეკატერინა მიზულინამ თქვა, რომ 26 დეკემბერს ფედერალურმა საგადასახადო სამსახურმა დაიწყო ივლეევას შესამოწმებელი გასვლითი საგადასახადო აუდიტი. “და მას აქვს ყველა შანსი, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას”, – დაწერა მან ტელეგრამის არხზე. პრო-სამთავრობო ტელეგრამის არხის Mash-ის ცნობით, ივლეევას ოფისებს ორ მისამართზე ჩხრეკენ. მოწმდება ინფორმაცია „იზი პიზი“ ჩიპსების, გაზიანი წყლისა და სოციალურ ქსელში რეკლამების გაყიდვიდან მიღებული არადეკლარირებული შემოსავლების შესახებ.