ისრაელი გაეროს თანამშრომლებზე ვიზებს ავტომატურად აღარ დაუშვებს

ისრაელი ავტომატურად აღარ დაამტკიცებს სავიზო განაცხადებს გაეროს თანამშრომლებისთვის და გადაწყვეტილების მიღებისას თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავს. ამის შესახებ 26 დეკემბერს ს მთავრობის სპიკერმა ეილონ ლევიმ განაცხადა.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ გაეროს მუშაკებისგან სავიზო განაცხადები ავტომატურად აღარ იქნება დამტკიცებული. სამაგიეროდ, ისინი განიხილება ინდივიდუალურად“, – აღნიშნავს ლევი სოციალურ მედია X-ზე გამოქვეყნებულ ვიდეო შეტყობინებაში.
ამავე დროს, მან განაცხადა, რომ „ისრაელი შეწყვეტს მუშაობას მათთან, ვინც ჰამასის ტერორისტული რეჟიმის პროპაგანდისტულ მანქანასთან თანამშრომლობს“.
დეკემბრის დასაწყისში -ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ისრაელი კარგავს საერთაშორისო მხარდაჭერას და მის პრემიერ-მინისტრ ს სჭირდებოდა მთავრობის შეცვლა პალესტინის პრობლემის გადასაჭრელად.
მანამდე გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ჰამასის დაჯგუფების თავდასხმა ვერ გაამართლებს ისრაელის ქმედებებს ღაზას სექტორში, რაც წარმოადგენს „პალესტინელი ხალხის კოლექტიური დასჯას“.