„იმედია ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე რომ მეორედ და ამდენი ხნის შემდეგ ჩაეწერა ვიდეო“ – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს:
„ვინც ამბავი არ იცით.
დაახლოებით 8 წლის წინ, ჯერ კიდევ იბერია რომ არსებობდა, კოტე იოსელიანმა, მაშინ ნაციონალური მოძრაობის წევრმა უტა ივანიშვილის პირადზე იჭორავა პირდაპირ ეთერში.
ის განცხადება ჩემთვის მაშინაც და ახლაც მიუღებელია
ბევრისთვის აღმოჩნდა მიუღებელი სხვათაშორის.
უტა კი არა, ნებისმიერი ადამიანის პირადზე განცხადებები არის ქოცობა ჩემთვის. თან ჭორების დონეზე.
მალევე კოტემ მოიხადა ბოდიში და წავიდა პოლიტიკიდან.
ამდენი წლის შემდეგ ეს თემა ვის გაახსენდა?
შემთხვევით რომელიმე ქუჩის ბიჭს ქულების დაწერა ხომ არ მოუნდა მეფის კარზე? და ამ კითხვებს მე ტყუილა არ ვსვამ.
იმედია ძალიან მალე გავიგებთ ვინ “აკაჩავა” კოტე რომ მეორედ და ამდენი ხნის შემდეგ ჩაეწერა ვიდეო.“

ასევე დაგაინტერესებთ

ანა წითლიძე – თუ გინდა, რეჟიმს მოუგო, შენი თამაშის წესებით უნდა ეთამაშო – ოპოზიცია კამპანიას უნდა ვაწარმოებდეთ, რომ არჩევნებზე ოპოზიციური ამომრჩეველი არ მივიდეს, „ოცნებას“ ისე უნდა გაუჭირდეს ამომრჩევლის მიყვანა, რომ ავტობუსებით დაორგანიზება დასჭირდეს