კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია

კოლუმბიაში პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს ესროლეს, ეჭვმიტანილი დაკავებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ოპოზიციური პარტია „დემოკრატიული ცენტრის“ წევრს, სენატორსა და პრეზიდენტობის პოტენციურ კანდიდატს, 39 წლის მიგელ ურიბეს ბოგოტაში, საარჩევნო კამპანიის დროს ესროლეს.
„ურიბეს მდგომარეობა სტაბილურია, მაგრამ კვლავ კრიტიკული“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, ლუს ადრიანა კამარგომ.
კოლუმბიის თავდაცვის მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ პოლიციამ ურიბეს სროლაში ეჭვმიტანილი 15 წლის არასრულწლოვანი დააკავა და ახლა სამართალდამცავი ორგანოები მომხდარში სხვა პირების მონაწილეობას იძიებენ.
კოლუმბიის პრეზიდენტმა, გუსტავო პეტრომ თავდასხმა დაგმო და სამართალდამცავებს საფუძვლიანი გამოძიებისკენ მოუწოდა

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ პატარაძე: განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში

მიხეილ სააკაშვილი: არსაიდან გასვლას და არანაირ დემარშს არ ვაპირებ – არც ზურგში დანის ჩარტყმის მოთმენას ვაპირებ, არც იმას, რომ ვიღაცის მიერ ჩემთვის დაწესებული წესებით ვიმოქმედო, ეს არასდროს გამიკეთებია და არც სხვას ვურჩევ