„2023 წლის 9 თვეში ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა“ – ნათია მერებაშვილი

„პროკურატურისთვის ქალთა მიმართ გენდერული ძალადობა და ოჯახური დანაშაული ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2023 წლის 9 თვის მონაცემებით, სისხლისსამართლებრივი დევნა 4 031 პირის მიმართ დაიწყო, ხოლო ოჯახურ დანაშაულზე პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელმა 91% შეადგინა“, – ამის შესახებ გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის საქმიანობის 2023 წლის 9 თვის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„2018 -2023 წლებში საპატიმრო აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნა სტაბილურად მაღალია და 90%-იდან 94%-მდე მერყეობს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოჯახურ დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით მოთხოვნილი პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობებიდან 2023 წლის 9 თვეში სასამართლომ 55% დააკმაყოფილა“, – აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.
გენერალური პროკურორის მოადგილემ ნათია მერებაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს პროკურატურის მიერ შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაზე, რაც გულისხმობს ქალთა მიმართ ძალადობის ან ოჯახური დანაშაულის ჩამდენი ბრალდებულების მიმართ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად, ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენებას.
ნათია მერებაშვილმა ანგარიშის წარდგენისას ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და ს საქმეებში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთას.