Tesla კარის პრობლემის გამო 120 000-ზე მეტ მანქანას უკან იწვევს

ამერიკული Tesla უკან იწვევს 120 423 ელექტრომობილს იმის გამო, რომ მანქანის კარები ავარიის დროს შეიძლება გაიხსნას, რაც ზრდის ტრავმის რისკს. ამის შესახებ MarketWatch იუწყება.
კამპანია მოიცავს 2021-2023 წლებში წარმოებულ Model S-ს და X მანქანებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ 14 დეკემბრის მდგომარეობით ,აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა.
პრობლემის მოსაგვარებლად, Tesla განაახლებს ელექტრო ავტომობილის პროგრამულ უზრუნველყოფას დისტანციურად.
სამშაბათს Tesla-ს აქციების ფასი 0.7%-ით გაიზარდა. ავტომწარმოებლის საბაზრო ღირებულება ბოლო სამი თვის განმავლობაში გაიზარდა 3.1%-ით (803 მილიარდ დოლარამდე), ხოლო Nasdaq Composite საფონდო ინდექსი 13.5%-ით გაიზარდა.