2023 წლის ოქტომბერში, ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობა 43.6%-ით შემცირდა | ყველაზე მეტი რუსეთიდან გადმოირიცხა

2023 წლის ოქტომბერში, ფულადი გზავნილების ნაკადის მოცულობა 43.6%-ით შემცირდა | ყველაზე მეტი დან გადმოირიცხა
2023 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.0 მლნ დოლარი (761.5 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 43.6%-ით (219.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის ოქტომბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე – მონაცემებს, საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
“უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 96.8% იმ 26 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ოქტომბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 26 ქვეყანაზე გასული წლის ოქტომბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.0% მოდიოდა. 2023 წლის ოქტომბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 31.5 მლნ აშშ დოლარი (84.8 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ოქტომბრის (31.4 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2%-ით მეტია.” აცხადებს სებ-ი.
ქვეყნების ათეული საიდანაც ყველაზე მეტი გადმოირიცხა ასეთია:
· რუსეთი – 61.76
· იტალია – 42.57
· აშშ – 41. 72
· საბერძნეთი – 21. 22
· გერმანია – 20.24
· – 17.16
· ყაზახეთი – 16.44
· თურქეთი – 8. 42
· ესპანეთი – 4.82
· აზერბაიჯანი 4.41