: … როგორი სიმართლე უთქვამთ ისეთ დროს, როცა ამ სიმართლის თქმა ჰარაკირის ჩატარების ტოლფასი იყო

პარტია “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, “ღამის კურიერის“ ეთერში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები და ის განცხადებები შეაფასა, რომელიც თავის დროზე “ხალხის ძალა“ აცხადებდა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, “ხალხის ძალამ“ ბევრი არაპოპულარული განცხადება გააკეთა, თუმცა ამ განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, როგორი სიმართლე უთქვამთ.
“ხალხის ძალა“ რომ ლამის კეთროვანებად გამოაცხადეს, რაღაც-რაღაცებს რომ ლაპარაკობდა ის ხალხი და ჩვენ რომ ვემიჯნებოდით მარტო ერთადერთ რამეში, რომ „არ გვინდა“, განსხვავება იცით რა იყო? -მაგის გარეშეც გადავიტანთ. ისინი ამბობდნენ, რომ-არა, ეს არის სათქმელი. ბევრ რამეში ისინი ხომ მართლები აღმოჩნდნენ და ხომ გაჭრეს ყინული კარგი გაგებით და ბევრი ისეთი რაღაცები ილაპარაკეს, რომელიც აბსოლუტურად არაპოპულარული იყო მაშინ. ამ ხალხს ეს ხომ უნდა დავუფასოთ, რომ ყველაზე არაპოპულარული განცხადებები მათ აკეთეს და დღევანდელი გადასახედიდან, გადავახვიოთ და მოვუსმინოთ რას ლაპარაკობენ ის ადამიანები. რაღაცაში შეიძლება დღემდე არ ვეთანხმებოდე, ოღონდ შინაარსში კი არა, არ ვეთანხმებოდე იმაში, რომ არ იყო აუცილებელი, მაგრამ ერთი-ერთში მაშინ, ერთი შეხედვით არაპოპულარულმა განცხადებებმა ბევრ ადამიანს დაანახა, თურმე რა ხდებოდა იმ დროს და როგორი სიმართლე უთქვამთ ისეთ დროს, როცა ამ სიმართლის თქმა იყო ჰარაკირის ჩატარების ტოლფასი“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს