WSJ: თეთრი სახლი სენატს მოუწოდებს, შეარბილოს რუსეთის სანქციების კანონპროექტი

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს რესპუბლიკელ სენატორ ლინდსი გრემს შეარბილებინოს რუსეთის სანქცირების კანონპროექტი. ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება The Wall Street Journal.
გამოცემის ინფორმაციით, შეთავაზებაა, დოკუმენტში დაემატოს გამონაკლისები, რომლებიც ტრამპს საშუალებას მისცემს აირჩიოს ვინ ან რა დაექვემდებაროს სანქციებს. აქვე აღნიშნულია, რომ სენატორს სთხოვეს სიტყვები „უნდა“ შერბილდეს, რითაც რეგულაცია სავალდებულო შესასრულებელი აღარ იქნება.
კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციებს რუსეთის მთავარი ოფიციალური პირების მიმართ. ის ასევე 500 პროცენტამდე გაზრდის ტარიფს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს, გაზსა და ურანს ყიდულობენ.
კანონპროექტის თანაავტორმა, დემოკრატმა სენატორმა რიჩარდ ბლუმენთალმა The Wall Street Journal-ს დაუდასტურა, რომ თეთრ სახლთან მოლაპარაკებები გაიმართა, მაგრამ შინაარსზე საუბარი არ ისურვა.
WSJ-ის ცნობით, ტრამპი შიშობს, რომ კანონპროექტმა შეიძლება ზიანი მიაყენოს -რუსეთის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად მის ძალისხმევას.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)