რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. უწყვეტი პროტესტის 191-ე დღეს, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გზა გადაკეტეს. მანამდე სტუდენტები ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი აქტივისტების თათია აფრიამაშვილისა და ლიკა ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეიკრიბნენ. ნაწილმა შემდეგ რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლა, სადაც გზა გადაკეტეს და ბანერი „თავისუფლება სტუდენტებს” გაშალეს.
ამის შემდეგ აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ გადაინაცვლეს, სადაც კვლავ გაშალეს ბანერი: „თავისუფლება სტუდენტებს“ და გზა გადაკეტეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“პერსონალი გაიქცა, ოჯახი კი შველას ითხოვდა” – სტამბოლში ტურისტულად ჩასული ოჯახის ყველა წევრის სიკვდილის მიზეზი უკვე ოფიციალურად არის ცნობილი: რა გახდა ცნობილი სკანდალურ სასამართლოზე?

ლაშა ფარულავა: მოქალაქე ორმაგად იხდის: ერთხელ გაზრდილი აქციზის გამო, მეორედ იაფი რუსული სანქცირებული საწვავის ხელოვნურად გაძვირებულ ფასად შეძენისას, რომლის დიდი მოგებაც ივანიშვილის გარემოცვაში ილექება