ფარერებთან საუკეთესო შეხვედრა ვერ ჩავატარეთ, მაგრამ ამ შემადგენლობიდან რამდენიმე შეიძლება სექტემბერშიც გამოვიძახოთ – ვილი სანიოლი

ფარერის კუნძულებთან მოგებული ამხანაგური მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა.
„მოთამაშეებმა დავალებები პირველ ნახევარში კარგად შეასრულეს – საწყენი მხოლოდ ის იყო, რომ მეორე გოლი ვერ გავიტანეთ. სამწუხაროდ, მეორე ტაიმში მონდომება გვაკლდა. მოთამაშეებს უფრო ემოციებმა გადაძალა. არ უნდა დაგვავიწყეს, რომ ეს გუნდი პირველად შეიკრიბა და, ბუნებრივია, ეს თამაშზეც აისახა.
რაც შეეხება ლორიას, არასოდეს იცი, როგორ წარმოაჩენ თავს ბოლო მატჩში, გიორგიმ კი ძალიან კარგად ითამაშა. ლუკა ლოჩოშვილი? სომხეთთან ცენტრალურ მცველად კარგად ითამაშა, მაგრამ დღეს მარცხენა მცველად გამოვიყენეთ. წინასწარ ვერ ვიტყვი, სექტემბერში ვის მოვიწვევთ, რადგან ეს ფეხბურთელთა სათამაშო ფორმაზე იქნება დამოკიდებული. საბა ლობჟანიძემ კი კარგად ითამაშა – დღეს ის საუკეთესო იყო.
ნიკა გაგნიძეზე ძალიან ძლიერი ფიზიკური მონაცემების მქონე მოთამაშეა და ბევრს მოძრაობს. ისეთი ნახევარმცველია, რომელიც მომავალში აუცილებლად დაგვჭირდება. ნიკა სწორ გზას ადგას, კიდევ უფრო უნდა მოუმატოს და ვიმეორებ, აუცილებლად დაგვჭირდება.
არის მოთამაშეთა ჯგუფი, რომლებსაც ერთად არ უთამაშათ და, ცხადია, ფარერებთან საუკეთესო შეხვედრა ვერ ჩავატარეთ. მაგრამ დღეს იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც შეიძლება სექტემბერში გამოვიძახოთ“.
საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას 8 ივნისს ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე კაბო ვერდეს ეროვნული ნაკრები იქნება. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
წყარო: პირველი არხი