საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში – კიევი მოსკოვის მიერ ქალაქ მარინკაზე კონტროლის დამყარებას ადასტურებს

ხერსონში, რკინიგზის სადგურზე რუსეთის სამხედრო ძალებმა იერიში იმ დროს მიიტანეს, როდესაც 140 მშვიდობიანი მოქალაქე საევაკუაციო მატარებლის გამგზავრებას ელოდებოდა. დაიღუპა პოლიციელი, მან სასიკვდილო ჭრილობები მაშინ მიიღო, როდესაც ხალხის დახმარებას ცდილობდა. დაშავდა ორი სამართალდამცველი და მშვიდობიანი მოქალაქეები.
რთული დღე უკრაინისთვის – ამ სიტყვებით გამოეხმაურა მასობრივ თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა.
კიევი მოსკოვის მიერ ქალაქ მარინკაზე კონტროლის დამყარებას ადასტურებს. უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ მარინკაში იმაზე უარესი ვითარებაა, ვიდრე ბახმუტში. ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით კი, უკრაინას ბრძოლის გასაგრძელებლად ხალხი, საბრძოლო მასალა და იარაღი სჭირდება.
საბრძოლო ველზე საკუთარ უპირატესობაზე საუბრობენ მოსკოვში. რუსეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ უკრაინის კონტრშეტევა შეჩერებულია.
ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები იყო ბოლო 24 საათის განმავლობაში დნეპროპეტროვსკის ოლქში. აფეთქებები იყო ოდესაშიც, ამოქმედდა საჰაერო განგაში. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ჩამოგდებულია რამდენიმე დრონი, დაშავდა 2 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

გია აბაშიძე: ორი თვე შეუფერხებელი კამპანია-მობილიზაცია, შიშებზე აგებული პროპაგანდა და დეზინფორმაცია ე.წ. „არაბიზაციაზე“ – ფინალი კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ორგანიზატორთა ჩაფლავებით დასრულდა

ბაჩო ოდიშარია: ისეთივე კოორდინირებული შეტევა, როგორიც ახლა მიმდინარეობს გიორგი გველესიანზე ნაცლიბერალური ბაბლის მხრიდან, ზუსტად ასეთივე ისტერიული თავდასხმები ხორციელდებოდა ნაკრების ფეხბურთელებზე აქციების დროს, რათა მათ ამ ბაბლისთვის მისაღები პოზიცია დაეფიქსირებინათ

რეზო ბლიაძე გიორგი გველესიანის მიმართ ბულინგზე: მარტო ფეხბურთელები? მუსიკოსები არ წნეხეს? ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა – ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს, დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან ,,ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს

ნიკოლოზ მეტრეველი: გიორგი გველესიანის წინააღმდეგ დაწყებული ორგანიზებული ბულინგი კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რამდენად უჭირს ე.წ. „ლიბერალურ სექტას“ განსხვავებული აზრის მოსმენა და მიღება