ძმები ტარიელ და ლეონიდე თენაძეები, რომლებიც 11 მარტის შემდეგ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდნენ, გაათავისუფლეს. ინფორმაციას ავრცელებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„ტარიელ და ლეონიდე თენაძეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“, – აცხადებენ სუსში.
დღევანდელი მონაცემებით, უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს 10 მოქალაქე.
ძმები თენაძეები და მათთან ერთად მყოფი მესამე პირი საოკუპაციო ძალებმა 11 მარტს გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფლავისმანთან დააკავეს.
ფორუმი
