უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ორ აეროდრომზე, ასევე სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანეს.
უკრაინული მედიის თანახმად, დრონებით შეტევა განხორციელდა – საჰაერო ბაზებზე, ასევე ნავთობის საცავზე და სხვა მნიშვნელოვან სამხედრო ობიექტებზე.
აეროდრომები, რომლებზეც უკრაინამ იერიში მიიტანა – სარატოვისა და რიაზანის რეგიონებში მდებარეობს. მანდ რუსული ავიაციაა განთავსებული.
უკრაინა აცხადებს, რომ იერიში მიიტანა – დიაგილევოსა და ენგელსის აეროდრომებზე.
უკრაინის დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის ანდრიი კოვალენკოს თქმით, დრონებით იერიში განხორციელდა ენგელსის ნავთობის საცავზე, დიაგილევოს საჰაერო ბაზაზე და ტამბოვის ოლქში, მიჩურინსკში მდებარე “პროგრესის” თავდაცვით ქარხანაზე.
უკრაინის გენერალურ შტაბში თქვეს, რომ ამ თავდასხმაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაყოფები და თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო – თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტებთან თანამშრომლობით მუშაობდა.
6 ივნისის ღამით რუსეთმა მასობრივი თავდასხმა მიიტანა უკრაინაზე და ქვეყანას 407 დრონითა და 45 რაკეტით შეუტია. რუსეთის თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი, ასევე, არიან დაშავებულები.
