მეგან მობსი: მამა, ხმაურიანი ღამეა კიევში! განცდა მაქვს, რომ რუსებს მშვიდობა არ სურთ

“შეიძლება, ეს ღამის სიჩუმეში მომხდარი აფეთქებები და სროლის ხმებია, მაგრამ რაღაც უცნაური განცდა მაქვს, რომ რუსებს მშვიდობა არ სურთ” – წერს ში -ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კით კელოგის შვილი, მეგან მობსი X-ზე.
“რამდენიმე უკრაინულ ქალაქს ესხმიან თავს. რუსეთს უნდა, დაგაჯეროთ, რომ საპასუხო დარტყმები მიაქვს, მაგრამ უკრაინის წერტილოვანი იერიშები მშვიდობიან მოსახლეობაზე ს უწყვეტ თავდასხმებზე საპასუხოდ მოხდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც პუტინმა ცეცხლის შეწყვეტაზე უარი თქვა. მას მხოლოდ მეტი ომი და მთელი უკრაინა უნდა” – წერდა კელოგის შვილი წინა პოსტში.
ცნობისთვის, მეგანი არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია R.T. Weatherman Foundation-ის პრეზიდენტია, რომელიც 2022 წელს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას დახმარებას უწევს.
გასული სამი წლის განმავლობაში მეგან მობსი გადამწყვეტ როლს თამაშობდა უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მხრივ.