საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერია ბევრ პარამეტრში, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე – შალვა პაპუაშვილი

საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს, მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე ჩვენ მეოთხე ადგილზე ვართ ევროკავშირის ცხრა კანდიდატ ქვეყანას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები უკვე უნდა დაწყებულიყო.

“საქართველო ბევრ პარამეტრში ევროკავშირის კანდიდატებში ლიდერია, კანონის უზენაესობიდან ეკონომიკურ თავისუფლებამდე. გარდა ძლიერი დემოკრატიისა, ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტებისა და მყარი საკანონმდებლო ბაზისა, საქართველო სწრაფად აუმჯობესებს ეკონომიკურ მაჩვენებლებს. მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე მეოთხე ადგილზე ვართ ცხრა კანდიდატ ქვეყანას შორის. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სრულად დამსახურებაზე რომ ყოფილიყო დაფუძნებული, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები უკვე უნდა დაწყებულიყო,” – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

სპეკულაციებია, რომ პროფესორებს გაუშვებენ და ა.შ, არათუ გაშვებაზეა საუბარი, დამატებითი რესურსია საჭირო იმისათვის, რომ ეს რეფორმა წარმატებით განხორციელდეს, არასწორი მოლოდინები და შიშები არავინ უნდა შექმნას

დემოკრატიული სისტემის გაჯანსაღება გააძლიერებს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პოზიციებს, დღეს, ვიღაცებს აქვთ იმედი, რომ ანტისახელმწიფოებრივი ძალების მეშვეობით, რაღაცას ააყირავებენ ამ ქვეყანაში, რაც ვერც ერთხელ ვერ გააკეთეს

3+1 სისტემა ძირითადად არ შეეხება სამედიცინოს, სხვა მიმართულებებით არსებითად შესაძლებელია დანერგვა, მაგისტრატურას კონკრეტული მიზანი უნდა ჰქონდეს, ის დღეს არის ბაკალავრიატის აბსტრაქტული გაგრძელება, 30 ათასი ადამიანით მეტი შევა შრომით ბაზარზე ამ რეფორმის განხორციელების საფუძველზე