თითქმის 3 წლის შემდეგ დაავადებათა კონტროლის ცენტრს ხელმძღვანელი ეყოლება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ფურცელაძე იქნება. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება ის თანამშრომლებს მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს.
„როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ირაკლი ფურცელაძის პროფესიული გამოცდილება და მენეჯერული უნარ-ჩვევები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, 2011 – 2024 წლებში ის ფარმაცევტულ კომპანია „ავერსი-ფარმაში“ მაღალ მენეჯერულ თანამდებობაზე მუშაობდა. მათ შორის გენერალურ დირექტორად.
ირაკლი ფურცელაძემ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე 50 ათასი ლარი შეწირა „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსც „ქართული ოცნება“ „სისხლიან რეჟიმს“ უწოდებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ხელმძღვანელი 2022 წლის 5 აგვისტოს შემდეგ აღარ ჰყავდა, როცა თანამდებობა დატოვა ამირან გამყრელიძეს. საწყის ეტაპზე მოვალეობას მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ასრულებდა, შემდეგ კი ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია