“ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული” | კარასინი

“ბიჭვინთის აგარაკების გასხვისებაზე პროტესტი გარედანაა წახალისებული”, – ამის შესახებ ს საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი საუბრობს. ამბობს, რომ “რუსეთი ამ სიტუაციას მშვიდად უნდა მიუდგეს”.
“რუსეთსა და აფხაზეთს შორის ხელი მოეწერა მთავრობათაშორის შეთანხმებას, ჩვენ არ გვჭირდება რატიფიცირება, მაგრამ ისინი აკეთებენ”, – თქვა კარასინმა
ასევე, კარასინის თქმით, ძველი, სტალინური სახელმწიფო აგარაკი მთავრობათაშორისი შეთანხმებით რუსეთს მიეკუთვნა, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ოკუპირებული ს ე.წ. პარლამენტმა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკის გადაცემის შეთანხმება დაამტკიცა. ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კი ამის შესახებ ე.წ. კანონს ხელი მოაწერა.