ილონ მასკი – დროა, დიდი ბომბი ჩამოვაგდო – დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია

მილიარდერმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ -ის პრეზიდენტი „ეპშტეინის ფაილებშია“ და ეს არის „რეალური მიზეზი“, რის გამოც ეს ჩანაწერები საჯაროდ არ გამოქვეყნებულა.
„დროა, ნამდვილად დიდი ბომბი ჩამოვაგდო: დონალდ ტრამპი ეპშტეინის ფაილებშია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ისინი საჯაროდ არ გამოქვეყნებულა“, – დაწერა მასკმა X-ზე და დასძინა: „კარგ დღეს გისურვებ, დონალდ ჯონ ტრამპ!“
მან შემდგომ პოსტში დაამატა: „შეინახე პოსტი მომავლისთვის. სიმართლე გამოაშკარავდება“.
მასკს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის არანაირი მტკიცებულება არ გამოუქვეყნებია.
როგორც ცნობილია, ფინანსისტ ჯეფრი ეპშტეინს სექსუალური ტრეფიკინგის საქმეზე ბრალი 2019 წელს წაუყენეს. ოფიციალური ცნობებით, ეპშტეინი ათობით არასრულწლოვნის სექსუალურ ტრეფიკინგს ეწეოდა. ციხეში კი სოცოცხლე სუიციდით დაასრულა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე – საქართველოში ხელისუფლება რომ ვერ დაამხო, თავის ქვეყანაში არასასურველ პირად გამოაცხადა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, რომელსაც უფრო მეტი ოქრო აქვს მოპოვებული ვიდრე მისი ქვეყნის ოლიმპიურ გუნდს ბოლო 20 წლის განმავლობაში