დონალდ ტრამპი – ილონი უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!

“ილონი “ცვდებოდა”, წასვლა ვთხოვე მას, გავაუქმე მისი ელექტრომობილების მანდატი, რომელიც ყველას მისი ელექტრომანქანების ყიდვას აიძულებდა, რომლებიც ისე არავის უნდოდა (რაც მან თვეებია იცოდა, რომ ვიზამდი!), და ის უბრალოდ ჭკუიდან შეიშალა!” – წერს ტრამპი.
ცნობისთვის, სამთავრობო ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ მის გარეშე “ტრამპი არჩევნებს წააგებდა”.
კერძოდ, მასკი ტრამპს გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ის პენსილვანიის შტატს მასკის გარეშეც მოიგებდა და აღნიშნა, რომ “ძალიან იმედგაცრუებულია ილონით”.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ “როდესაც უსაფრთხოების გარანტიებზე ვსაუბრობთ, მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე ვსაუბრობთ” და ევროპა ტრამპთან, პუტინთან და ზელენსკისთან მოლაპარაკებებში უნდა იყოს წარმოდგენილი