თუ კობახიძეს არ მოსწონს საბჭოთა კავშირი, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს? – ევროპარლამენტარი

ფრანგი ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზუ ეხმაურება “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, როცა მან ევროკავშირის ბიუროკრატია საბჭოთა კავშირს შეადარა. ლუაზუ წერს, რომ ის, რასაც “ოცნება” საქართველოში აკეთებს – მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დაპატიმრება, მედიასა და ოპოზიციაზე ზეწოლა – სწორედ საბჭოთა მეთოდებია და არა ევროკავშირის პრაქტიკა.
“თუ “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრს არ მოსწონს საბჭოთა კავშირი, რატომ აკოპირებს მის მეთოდებს – აპატიმრებს მშვიდობიან დემონსტრანტებს, აჩუმებს დამოუკიდებელ მედიას და ოპონენტებს გაყალბებული ს შემდეგ? მსგავსი რაღაცები ევროკავშირში არ ხდება.
ისე, სხვათა შორის, ის არ არ ცდილობდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერას იქამდე, სანამ გადაიფიქრებდა და საქართელოს მომავალს არ წაართმევდა?”, – წერს ლუაზუ.
If the Georgian PM doesn't like the Soviet Union, why is he copying its methods, jailing peaceful protesters, silencing independent media and opponents after a rigged election ? These sorts of things don't happen in the EU. And btw wasn't he pretending to support Georgia's EU… https://t.co/bHIz7yzwzu — Nathalie Loiseau (@NathalieLoiseau) June 5, 2025